მიგ® 400 (იბუპროფენი) - ინფორმაცია პრეპარატის შესახებ

პრეპარატი მიგ® 400 შეიცავს იბუპროფენს და გამოიყენება სიმპტომური მკურნალობისთვის შემდეგ შემთხვევებში:
- მსუბუქი და საშუალო ინტენსივობის ტკივილი, მათ შორის თავის ტკივილის, შაკიკის, მენსტრუალური ტკივილის, კბილის ტკივილის, კუნთების ტკივილის, ზურგის ტკივილის და სახსრების ტკივილის დროს; ასევე მომატებული ტემპერატურა გრიპისა და გაციებისას
-  ცხელება

მიგ® 400 აქტიური ნივთიერება - იბუპროფენი განსაკუთრებით ეფექტურია ტკივილის და ცხელების წინააღმდეგ. იბუპროფენი უზრუნველყოფს ტემპერატურის  სწრაფ დაწევას და ზოგადად კარგად აიტანება. გარდა ამისა, იბუპროფენს  დამატებით გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

მიგ® 400, რომლის აქტიური ნივთიერებაა იბუპროფენი:

  • უზრუნველყოფს ტკივილის სწრაფ გაყუჩებას

  • მისაღებია სხვადასხვა სახის ტკივილის დროს, რომლის ინტენსივობა   მსუბუქიდან ზომიერად მძიმემდე შეიძლება იყოს

  • გამოიყენება  ცხელების სამკურნალოდ

  • კარგად აიტანება

 

მიგ® 400 არის  ტაბლეტის ფორმით. 

ასაკი და სხეულის წონა (კგ) ერთჯერადი სადღეღამისო  დოზა მაქსიმალური სადღეღამისო  დოზა

ბავშვები: 6-9 წელი

(20-29 კგ)

½ ტაბლეტი

(200 მგ)

1 ½ ტაბლეტი

(600 მგ)

ბავშვები: 10-12 წელი

(30-39 კგ)

½ ტაბლეტი

(200 მგ)

2 ტაბლეტი

(800 მგ)

ბავშვები 12 წლიდან და მოზრდილები

(>40კგ)

½ - 1 ტაბლეტი

(200-400 მგ)

3 ტაბლეტი

(1200 მგ)

მიღებებს შორის დაიცავით, სულ მცირე,  6 სთ-იანი ინტერვალი.

 

არ გადაამეტოთ რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას.

 

თუ, მიუხედავად  მკურნალობისა, ცხელებისას  ჩივილები გრძელდება ბავშვებში და მოზარდებში  3  დღეზე მეტხანს,  ხოლო მოზრდილებში ცხელების მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ და ტკივილის  - 4  დღეზე ხანგრძლივად, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.

 

პაციენტისათვის განკუთვნილი ინფორმაცია:

მიგ® 400. აქტიური ნივთიერება: იბუპროფენი.

შემადგენლობა:  აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შიგნით მისაღებად.  ყოველი ტაბლეტი  შეიცავს 400 მგ იბუპროფენს.

თერაპიული ჩვენება: სიმპტომური მკურნალობა შემდეგ შემთხვევებში:
- მსუბუქი და საშუალო ინტენსივობის ტკივილი, მათ შორის თავის ტკივილის, შაკიკის, მენსტრუალური ტკივილის, კბილის ტკივილის, კუნთების ტკივილის, ზურგის ტკივილის და სახსრების ტკივილის დროს; ასევე მომატებული ტემპერატურა გრიპისა და გაციებისას
-  ცხელება

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები: თუ, მიუხედავად  მკურნალობისა, ცხელებისას ჩივილები გრძელდება ბავშვებში და მოზარდებში  2 დღეზე,   ხოლო მოზრიდლებში   3 დღეზე  მეტ ხანს, ხოლო ტკივილისას - 4 დღეზე ხანგრძლივად, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.  ყოველთვის გაეცანით  პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციას.  წაიკითხეთ ინფორმაცია რისკებსა და გვერდითი მოვლენების შესახებ  და მიმართეთ  თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მწარმოებელი: ბერლინ-ხემი აგ (მენარინი გრუპ); გლინიკერ ვეგ 125

12489 ბერლინი; გერმანია.

 

GE_MIG-06-2022_V1_Website| Created on 01.2022; Valid till 01.2024 

შემუშავებულია 01.2022; ვარგისია 01.2024 

 

თავის ტკივილი

შაკიკი

კბილის ტკივილი

ტკივილი კუნთებსა და სახსრებში

მენსტრუალური ტკივილი

ცხელება

ინსტრუქცია
ონლაინ შეძენა