ცხოვრებაში თითქმის ყველას განუცდია თავის ტკივილი. ის ექიმთან კონსულტაციის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია და უზარმაზარ სოციო-ეკონომიკურ ტვირთს წარმოადგენს.
დაძაბული ტიპის თავის ტკივილს აქვს შეტევითი ხასიათი, ახასიათებს ცვალებადობა და ძალიან დაბალი სიხშირე. საბედნიეროდ, უხშირესად, ასეთი შეტევის ეპიზოდები ხანმოკლეა და სიმპტომები მხოლოდ რამდენიმე საათს გრძელდება.
დაძაბული ტიპის თავის ტკივილს, ჩვეულებრივ, აღწერენ, როგორც მოჭერის ან დამწოლი ხასიათის ტკივილს, რომელიც სალტესავით ერტყმის თავს და ვრცელდება კისრის არისკენ ან იქიდან იწყება.
ამ ტიპის თავის ტკივილი შესაძლოა, დაკავშირებული იყოს სტრესთან ან ასოცირებული იყოს ჩონჩხისა და კუნთების ფუნქციური ან სრუქტურული ხასიათის დარღვევებთან.
პაციენტთა უმრავლესობა ექიმთან მიმართვის გარეშე მკურნალობს საკუთარ თავს ისეთი ურეცეპტო სტატუსის მედიკამენტებით, როგორიცაა მიგ® 400. ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერებაა იბუპროფენი, რომელიც, ჩვეულებრივ, ეფექტურია და კარგად აიტანება.