მენსტრუალური ტკივილი მოზარდი გოგონების უმრავლესობას აღენიშნება და სკოლის ხანმოკლე გაცდენების წამყვან მიზეზს წარმოადგენს.
ის, ასევე, ჩვეულებრივი პრობლემაა რეპროდუქციული ასაკის ქალებში. მენსტრუალური ტკივილის გავრცელება მოზარდ გოგონებში ყველაზე მაღალია და 20-90% -ის ფარგლებში მერყეობს.
მენსტრუალური ტკივილის რისკის ფაქტორებია გაძნელებული მენსტრუალური ნაკადი, თამბაქოს მოხმარება და დეპრესია. მენსტრუალური ტკივილის რისკი მაღალია არანამშობიარებ ქალებში.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), როგორიცაა იბუპროფენი, პირველი არჩევის პრეპარატებია მენსტრუალური ტკივილის - ანუ პირველადი დისმენორეის დროს . აასს-ებს აქვს პირდაპირი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების გზით და, ასევე, ისინი ამცირებენ მენსტრუალურ ნაკადს. აასს-ები შესაძლოა ყველაზე ეფექტური იყოს, როდესაც მკურნალობა იწყება ტკივილისა და მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე.