რა არის კბილის ტკივილი?

სამწუხაროდ, კბილის მწვავე  ტკივილი მრავალი ჩვენგანისთვის ნაცნობი მოვლენაა. კბილის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და აუტანელი ტკივილია, რომელიც  უარყოფით გავლენას ახდენს შრომისუნარიანობაზე.

კბილის მწვავე ტკივილის მიზეზი უხშირესად კბილის და/ან მის გარშემო არსებული ქსოვილის ინფექციურ-ანთებითი პროცესებია. ნებისმიერ შემთხვევაში,  კბილის გახანგრძლივებული  ინტენსიური ტკივილი იმის ნიშანია, რომ სტომატოლოგის დახმარება გჭირდებათ.  თუმცა,  ჩვეულებრივ, სანამ ექიმამდე მივაღწევთ, გარკვეული დრო გადის, ტკივილის რაც შეიძლება  სწრაფად გაყუჩება კი, არა მარტო სასურველი, არამედ აუცილებელიცაა.


კბილის ტკივილი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ტკივილი, იწვევს  შფოთვას და ემოციურ  დაძაბულობას, რაც, თავის მხრივ, ზრდის ტკივილის აღქმას. სტომატოლოგებმა  ძალიან კარგად იციან, რომ, თუ ადამიანს კბილის მკურნალობისას ერთხელ შეეშინდა, მას კბილის მკურნალობისადმი უარყოფითი განწყობა უყალიბდება. მრავალი კვლევის თანახმად,  მთელი მოსახლეობის 5%-ს აღენიშნება სტომატოლოგის მიმართ შიში (დენტა ფობია).

პაციენტები ამ შიშის გამო გაურბიან სტომატოლოგთან ვიზიტს, რასაც მოსდევს პრობლემების გაუარესება, რომლებიც შემდგომში უფრო ინტენსიურ და პოტენციურად უფრო მატრავმირებელ მკურნალობას საჭიროებს, ეს კი შიშს მეტად აძლიერებს და კიდევ უფრო  აბრკოლებს ექიმთან მიმართვას.

კვლევების მონაცემები გვაფიქრებინებს, რომ სტომატოლოგიური მკურნალობის მიმართ ძლიერი შიშის მქონე ადამიანთა დაახლოებით 40% ამ მანკიერ წრეშია მოხვედრილი.

ტკივილის მკურნალობისას მედიკამენტის ეფექტურობასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მისი მოქმედების სისწრაფეს.

ონლაინ შეძენა