რა არის ტკივილი?

ტკივილი განგაშის  სიგნალია, რომელიც აფრთხილებს ორგანიზმს  და უზრუნველყოფს დაზიანებული ადგილის  დაცვას. ნებისმიერი  ტკივილი, მნიშვნელობა არ აქვს, თავის ან კისრის,  თუ ტრავმით გამოწვეული ტკივილი, ვითარდება დაზიანების შემდეგ ან დაავადებულ ადგილას დიდი რაოდენობით გამოყოფილი ე.წ. მაცნე ნივთიერებების ზემოქმედებით, რომელიც აღიზიანებს  ნერვულ უჯრედებს და მათი საშუალებით  ტკივილის სიგნალს გადასცემს თავის ტვინს.

 

რა არის ცხელება?

ცხელება ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა და ბავშვებში ტემპერატურის ყოველი მომატებისას ჩარევა არ არის აუცილებელი. თუმცა, მაღალი ტემპერატურის დაქვეითება შესაძლოა ღირდეს იმისათვის, რომ თქვენ ან თქვენმა შვილმა თავი კვლავ უკეთ იგრძნოთ, განსაკუთრებით იმ

შემთხვევაში, თუ თქვენ ან ბავშვი თავს სუსტად გრძნობთ და ცხელებას თან ახლავს ტკივილი.

 

ტკივილის და ცხელების ძირითადი მიზეზები

არსებობს ტკივილის და ცხელების განვითარების რამდენიმე მიზეზი. ყველაზე ხშირი მიზეზი ვირუსული ინფექციაა, რომელიც იწვევს გაციებას და გრიპს, ყურისა და ყელის ტკივილს.

 

ტკივილისა და ცხელების სწრაფი კონტროლი

პრეპარატი მიგ® 400 შეიცავს იბუპროფენს და გამოიყენება მსუბუქი და ზომიერი  ინტენსივობის  ტკივილისა და ცხელების   სიმპტომური მკურნალობისათვის.  

მიგ® 400 აქტიური ნივთიერება - იბუპროფენი განსაკუთრებით ეფექტურია ტკივილის და ცხელების საწინააღმდეგოდ. იბუპროფენი უზრუნველყოფს ტემპერატურის  სწრაფ დაწევას და ზოგადად კარგად აიტანება.

გარდა ამისა, იბუპროფენს  დამატებით გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

მიგ® 400, რომლის აქტიური ნივთიერება იბუპროფენია:

  • უზრუნველყოფს ტკივილის სწრაფ გაყუჩებას
  • მისაღებია სხვადასხვა სახის ტკივილის დროს, რომლის ინტენსივობა   მსუბუქიდან  ზომიერად მძიმემდე შეიძლება იყოს
  • გამოიყენება  ცხელების სამკურნალოდ
  • კარგად აიტანება
ონლაინ შეძენა